
[Intro]
კაცი ვიყავ და მიწად ვიქეცი, ჩამოვიცილე სევდა შვიდკეცი, დადგრა მდუღარე ცეცხლი და ვნება, რადგან უფალმა ასე ინება. გადაიქროლეს დროის რაშებმა, ლაგამ-აღვირი დახრეს ლაშებმა, გაქრა საფლავის ნიში და სვეტი, დრო-ჟამისაგან ნაქარ-ნასეტყვი, საფლავის ლოდი ხავსმა დაფარა, წახდა ხავერდი, დაჭკნა ზაფრანა. მაგრამ რა ვუყო, რატომ არ ქრება ფერფლში მბორგავი შმაგი ვნებები, ისე ცხელია ამ მიწის გული, დიდხანს საფლავში ვერ გავჩერდები. თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება ჩაუქრობელი ვნების ხანძარი? სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების გამაპობელი, როგორც ხანჯალი? მე ისევ მოვალ, როცა ვენახში ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები, და ქვევრის თავზე, პაპას მარანში, აცეკვდებიან ცელქი ჭინკები. სიყვარულის და ძმობის დესპანად თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები, სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს, ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები! თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება ჩაუქრობელი ვნების ხანძარი? სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების გამაპობელი, როგორც ხანჯალი? მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას, როცა მის მტვერში ჩავილექები, მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები!
Трек создан пользователем Hitzy. Права на него принадлежат создателю на условиях пользовательского соглашения. Ответственность за содержание трека несёт его создатель.
Текст песни
[Интро] [Куплет 1] კაცი ვიყავ და მიწად ვიქეცი, ჩამოვიცილე სევდა შვიდკეცი, დადგრა მდუღარე ცეცხლი და ვნება, რადგან უფალმა ასე ინება. [Куплет 2] გადაიქროლეს დროის რაშებმა, ლაგამ-აღვირი დახრეს ლაშებმა, გაქრა საფლავის ნიში და სვეტი, დრო-ჟამისაგან ნაქარ-ნასეტყვი, საფლავის ლოდი ხავსმა დაფარა, წახდა ხავერდი, დაჭკნა ზაფრანა. [Предприпев] მაგრამ რა ვუყო, რატომ არ ქრება ფერფლში მბორგავი შმაგი ვნებები, ისე ცხელია ამ მიწის გული, დიდხანს საფლავში ვერ გავჩერდები. [Припев] თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება ჩაუქრობელი ვნების ხანძარი? სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების გამაპობელი, როგორც ხანჯალი? [Куплет 3] მე ისევ მოვალ, როცა ვენახში ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები, და ქვევრის თავზე, პაპას მარანში, აცეკვდებიან ცელქი ჭინკები. [Бридж] სიყვარულის და ძმობის დესპანად თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები, სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს, ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები! [Припев] თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება ჩაუქრობელი ვნების ხანძარი? სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების გამაპობელი, როგორც ხანჯალი? [Аутро] მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას, როცა მის მტვერში ჩავილექები, მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები! [End]
Создайте свою песню
Опишите идею или добавьте свои слова — и начните создавать собственный трек.





